"სვანეთი ტური" გთავაზობთ დასვენებას საქართველოს ულამაზეს მხარე სვანეთში, მესტიის რაიონში. უნიკალური საზაფხულო და სათხილამურო კურორტი მესტია თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს. მარშრუტი: თბილისი - მესტია - უშგული - თბილისი (1200 კილომეტრი) სახეობა: კულტურულ–შემეცნებითი ხანგძლიობა: 8 დღე (დღეების რაოდენობა შესაძლებელია შემცირდეს ან გაიზარდოს)
სატრანსპორტოსაშუალება: მიკროავტობუსი
განთავსება:
ა) თბილისში – სამვარსკვლავიანი სასტუმრო
ბ) მესტიაში – საოჯახო სასტუმრო (3 საძინებელი, სასადილო ოთახი, აბაზანა, თეთრეული–პირსახოცი). სასტუმრო მდებარეობს მესტიის ცენტრთან ახლოს
ტარიფი:
ა) თბილისის სასტუმრო – ერთადგილიანი ნომერი 85 ლარი (საუზმის ჩათვლით); ორადგილიანი ნომერი 100 ლარი (საუზმის ჩათვლით); სამადგილიანი ნომერი 135 ლარი (საუზმის ჩათვლით)
ბ) მესტიის საოჯახო სასტუმრო – ორადგილიანი ოთახი (ერთ სტუმარზე) 20 ლარი
გ) მესტიის საოჯახო სასტუმრო – ორადგილიანი ოთახი (ერთ სტუმარზე) ორჯერადი კვების ჩათვლით 50 ლარი
გ) ტრანსპორტირების ღირებულება – დამოკიდებულია ტურისტების რაოდენობაზე
დ) გიდის მომსახურება – დღეში 100 ლარი (თბილისი), 50 ლარი (მესტია)
ტურისმოკლეაღწერა: 1 დღე (უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტებისათვის):
ჩამოსვლა თბილისში, სასტუმროში გადაყვანა და მოთავსება
საუზმე
თბილისის დათვალიერება: მეტეხი, აბანოთუბანი, ნარიყალა, ერეკლე II -
ის მოედანი, მთაწმინდა.
მცხეთა: სვეტიცხოველი, ჯვარი
2 დღე
7:00 გასვლა თბილისიდან
გაჩერება ქალაქ ზუგდიდში და თავად დადიანების სახლმუზეუმის დათვალიერება
გაჩერება ენგურჰესის კაშხალთან
გაჩერება კვებისათვის (საკუბდარეში)
მესტიაში დაბინავება საოჯახო სასტუმროში
21:00 ვახშამი
3დღე:
9:00 საუზმე
მესტიის კულტურული ძეგლების დათვალიერება: ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი, X-XII საუკუნეები; მიხეილ ხერგიანის სახლმუზეუმი; სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; მარგიანების უძველესი საცხოვრებელი კომპლექსი. ბეთქილის მჟავე წყლის დაგემოვნება, საბაგიროთი ზურულდზე ასვლა.
16:00 გასვლა სოფელ ლატალში (8კმ) და კულტურული ძეგლების დათვალიერება: მაცხოვრის ამაღლების ეკლესია, მთავარანგელოზის ეკლესია, წმ.იონა წინასწარმეტყველის ეკლესია, X-XII საუკუნეები
21:00 ვახშამი საოჯახო სასტუმროში.
4დღე:
08:00 საუზმე
08:40 გამგზავრება უშგულში (48კმ)
გაჩერება სიყვარულის კოშკთან
უშგულის კულტურული ძეგლების დათვალიერება (ღვთისმშობლის ეკლესია–ლამარია, არქეოლოგიური მუზეუმი, თამარ მეფის საზაფხულო და ზამთრის კოშკები).
პიკნიკი ბუნებაში
დაბრუნება საოჯახო სასტუმროში, გზად ნაკიფარის წმინდა გიორგის ტაძრის მონახულება
21:00 ვახშამი
5დღე:
08:00 საუზმე
08:40 გამგზავრება მაზერი-უშბის მიდამოებში (შიხრა, ჩანჩქერი შდუგვრა); სულ 30კმ. 8კმ არის ფეხით სავალი.
დაბრუნება საოჯახო სასტუმროში
21:00 ვახშამი
6დღე:
08:00 საუზმე
08:40 გამგზავრება მესტიის ჯვარსა და ქორულდის ტბებზე (28კმ).
დაბრუნება საოჯახო სასტუმროში
21:00 ვახშამი
7დღე
08:00 საუზმე
08:40 გამგზავრება მდინარე მესტიაჭალის სათავეებთან, ჭალაადის მყინვართან (მანძილი – 16კმ, მანქანით გადადგილება 8კმ)
დაბრუნება საოჯახო სასტუმროში
21:00 ვახშამი
8დღე:
08:00 საუზმე
08:30 გამოსვლა თბილისის მიმართულებით
19:00 ჩამოსვლა თბილისში.