მცხეთა – საქართველოს უძველესი სატახტო ქალაქი მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან (თბილისიდან 20 კილომეტრში). მცხეთა გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მცხეთის ტერიტორია დასახლებული იყო ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. III—II ათასწლეული). მცხეთა იყო ადრეული ქრისტიანობის ცენტრი, საიდანაც გავრცელდა ქრისტიანობა ქართლში და გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. ის ამჟამადაც არის ქვეყნის საეკლესიო ცენტრი.
სვეტიცხოვლისსაკათედროტაძარი – XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან, მდებარეობს თბილისიდან 20 კმ. დაშორებით ქ.მცხეთაში. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.
სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.