საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:
ა) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიების - ბერმუდის კუნძულების, კაიმანის კუნძულების, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების, ფოლკლენდის კუნძულების, ტერკსის და კაიკოსის კუნძულების, გიბრალტარის; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიების - ჯერზის, გერნზის, კუნძულ მენის; დანიის სამეფოს შემდეგი ტერიტორიების - ფარერის კუნძულების და გრენლანდიის; ნიდერლანდის სამეფოს შემდეგი ტერიტორიების - არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულების; საფრანგეთის რესპუბლიკის შემდეგი ტერიტორიების - საფრანგეთის პოლინეზიის და ახალი კალედონიის; ბ) ამერიკის შეერთებული შტატების; გ) კანადის; დ) იაპონიის; ე) შვეიცარიის კონფედერაციის; ვ) ლიხტენშტაინის სამთავროს; ზ) ნორვეგიის სამეფოს; თ) ისრაელის სახელმწიფოს; ი) წმინდა საყდრის (ვატიკანის); კ) ანდორის სამთავროს; ლ) სან-მარინოს რესპუბლიკის; მ) ისლანდიის რესპუბლიკის; ნ) არაბთა გაერთიანებული საამიროების; ო) ქუვეითის სახელმწიფოს; პ) კორეის რესპუბლიკის; ჟ) ყატარის სახელმწიფოს; რ) ბაჰრეინის სამეფოს; ს) ომანის სასულთნოს; ტ) ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფოს; უ) სინგაპურის რესპუბლიკის; ფ) ავსტრალიის თანამეგობრობის; ქ) მონაკოს სამთავროს; ღ) ახალი ზელანდიის; ყ) ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობის; შ) ბარბადოსის; ჩ) ანტიგუა და ბარბუდის; ც) ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის; ძ) სეიშელის კუნძულების რესპუბლიკის; წ) ბოტსვანის რესპუბლიკის; ჭ) ხორვატიის რესპუბლიკის; ხ) ჩილეს რესპუბლიკის; ჯ) სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციის; ჰ) არგენტინის რესპუბლიკის; ჰ1) მალაიზიის; ჰ2) მექსიკის შეერთებული შტატების; ჰ3) აღმოსავლეთი რესპუბლიკა ურუგვაის; ჰ4) მავრიკის რესპუბლიკის; ჰ5) პანამის რესპუბლიკის; ჰ6) კოსტა-რიკის რესპუბლიკის; ჰ7) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის; ჰ8) ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის; ჰ9) ტაილანდის სამეფოს; ჰ10) ბელიზის; ჰ11) საუდის არაბეთის სამეფოს; ჰ12) ალბანეთის რესპუბლიკა; ჰ13) სერბეთის რესპუბლიკა; ჰ14) ბოსნია და ჰერცეგოვინა; ჰ15) მონტენეგრო; ჰ16) ერაყის რესპუბლიკა. ასევე ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფოს, კოლუმბიის რესპუბლიკის, დომინიკის თანამეგობრობის, დომინიკის რესპუბლიკის, ეკვადორის რესპუბლიკის, ელ-სალვადორის რესპუბლიკის, გვატემალის რესპუბლიკის, ჰონდურასის რესპუბლიკის, პარაგვაის რესპუბლიკის, სურინამის რესპუბლიკის, კუბის რესპუბლიკის, თურქმენეთის, პერუს რესპუბლიკის, სენტ-ვინსენტი და გრენადინების, სენტ-ლუჩიას, და ლიბანის რესპუბლიკის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის ან შენგენის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების მოქმედ მრავალჯერად, ერთხელ მაინც გამოყენებულ ვიზებს ერთი წლის ან მეტი მოქმედების ვადით, შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან ყოფნა უვიზოდ 90 დღემდე, მაგრამ არა უმეტეს ვიზის მოქმედების ვადისა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების (Laissez Passer) მფლობელებს შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან ყოფნა უვიზოდ 90 დღემდე. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ლიტვის რესპუბლიკაში, შვეიცარიის კონფედერაციაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კორეის რესპუბლიკაში (სამხრეთ კორეა), ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთის რესპუბლიკაში, პოლონეთის რესპუბლიკაში, სლოვენიის რესპუბლიკაში, დანიის სამეფოში, ისლანდიაში, ნორვეგიის სამეფოში, შვედეთის სამეფოში, ესპანეთის სამეფოში, ბულგარეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, რუმინეთის რესპუბლიკაში, ესტონეთის რესპუბლიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლატვიის რესპუბლიკაში და იტალიის რესპუბლიკაში და რომელთაც აქვთ ერთ–ერთ ამ ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ დროებითი ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ყატარის სახელმწიფოს, ომანის სასულთნოს, ბაჰრეინის სამეფოს და ქუვეითის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები საქართველოში პირველადი შემოსვლისათვის საჭიროებენ ვიზას. აკრედიტაციის პერიოდში ისინი ქვეყანაში იმყოფებიან და საზღვარს კვეთენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული სააკრედიტაციო ბარათის საფუძველზე, თუ საერთაშორისო ვალდებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ პირადობის მოწმობის საფუძველზე.
სასწავლო ვიზა სასწავლო ვიზის მიღების მსურველმა მოქალაქემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საგანმანათლებლო დაწესებულების მოწვევა, ვიზის მიმღები პირის სამშობლოში დასაბრუნებელი ხარჯების გაღების გარანტიების მითითებით; ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ; გ) განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილება (ბრძანება) საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში წინასწარ ჩარიცხულ სტუდენტთა შესახებ (ზემოაღნიშნული ბრძანება არ ესაჭიროებათ პროფესიულ სასწავლებლებსა და სასერთიფიკატო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, მათი ჩარიცხვა ხორციელდება შესაბამისი სასწავლებლების მიერ); დ) მომწვევი ორგანიზაციის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; ე) განმცხადებელის პასპორტი და პასპორტის ასლი; ვ) განმცხადებლის დიპლომის ან ატესტატის ასლი. ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული; ზ) სამედიცინო დაზღვევა და ჯანმრთელობის ცნობა (დაავადების გავრცელების რისკის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისათვის); თ) სავიზო ანკეტა (ფერადი ფოტოსურათით); ი) სწავლისა და ცხოვრების ფინანსური გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტი - საბანკო ამონაწერი, სპონსორის ცნობა (ბოლო ექვსი თვის მოძრაობა, აშშ ვალუტაში ან ადგილობრივ ვალუტაში შესაბამისი კურსის მითითებით); კ) თუ განმცხადებელი იმ ქვეყნის მოქალაქეა სადაც საქართველოს არა აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ვიზის გაცემისათვის კანონით განსაზღვრული პროცედურები შესაძლებელია განახორციელოს სხვა პირმა სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე; ლ) საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი; მ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია ვიზის გაცემასთან დაკავშირებით და გაესაუბროს განმცხადებელს; სავიზო მოსაკრებელი (რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების გარდა) ერთჯერადი ან მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე – 50 აშშ დოლარი მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 360 დღით – 50 აშშ დოლარი ერთჯერადი ან მრავალჯერადი ორდინალური ვიზა სატრანზიტო გავლის უფლებით – 50 აშშ დოლარი საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ორდინალური ვიზის გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება შემდეგი ოდენობით მრავალჯერადი ორდინალური ვიზის 360 დღით გაცემისათვის – 100 ლარი ერთჯერადი ორდინალური ვიზის 90 დღემდე ვადით გაცემისათვის – 50 ლარი მრავალჯერადი ორდინალური ვიზის 90 დღემდე ვადით გაცემისათვის – 60 ლარი სატრანზიტო გავლის უფლებით ერთჯერადი ორდინალური ვიზის გაცემისათვის – 10 ლარი სატრანზიტო გავლის უფლებით ორჯერადი ორდინალური ვიზის გაცემისათვის – 20 ლარი საქართველოში უცხოელთა ყოფნის საფუძვლებია ვიზა ან ბინადრობის (დროებითი ან მუდმივი) ნებართვა, თუ აღნიშნული კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ორდინალური ვიზის მფლობელებმა ვიზით განსაზღვრულ ვადაზე მეტი პერიოდით საქართველოს ტერიტოიაზე დარჩენის შემთხვევაში, კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან ორდინალური ვიზის ვადის გაგრძელების მიზნით (www.cra.gov.ge). უცხოელთასაქართველოდანგასვლა - თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს მისი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში, მას არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.
უცხოელი მოქალაქის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 10 დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 180 ლარის ოდენობით. უცხოელი მოქალაქის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 3 თვეზე მეტ ხანს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 360 ლარის ოდენობით. - უცხოელს, რომელიც კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 3 თვემდე ვადის განმავლობაში იმყოფება საქართველოში და საკუთარი ნებით სურს ქვეყნიდან გასვლა, უფლება აქვს დაუბრკოლებლად დატოვოს საქართველოს ტერიტორია, ამასთანავე, იგი ვალდებულია გადაიხადოს განსაზღვრული ოდენობის ჯარიმა ქვეყნიდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მასზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და საქართველოში შემოსვლის ნებართვა მანამ, სანამ არ აანაზღაურებს აღნიშნულ დავალიანებას. უცხოელს, რომელიც კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 3 თვეზე მეტ ხანს უკანონოდ იმყოფება საქართველოში და საკუთარი ნებით სურს ქვეყნიდან გასვლა, უფლება აქვს დაუბრკოლებლად დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ამასთანავე, იგი ვალდებულია განსაზღვრული ოდენობის ჯარიმა ქვეყნიდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ. 1 წლის განმავლობაში მასზე აღარ გაიცემა საქართველოს ვიზა და საქართველოში შემოსვლის ნებართვა. ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ორმხრივი შეთანხმებებიდიპლომატიური, სამსახურეობრივი ან სპეციალური და ორდინალური პასპორტებისმფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ:
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||